ორშაბათი, 2024-05-06, 5:09 AM
მთავარი » saintereso masalebi

"თამადა” ქართული სიტყვაა და უთარგმნელად არის შესული მეზობელ ხალხთა ენებში”, – სათანადო კატეგორიულობით გვარწმუნებს ჟურნალის – "თამადა” – სოლიდური სარედაქციო საბჭო (”თამადა”, ¹1, 2003 წ.). მეტიც, ზოგიერთი სპეციალისტ-მეცნიერი უფრო შორს მიდის და აცხადებს: "…არაბულ, თურქულ და სპარსულ ენებში სიტყვა "თამადა” არ ჩანს” (თ. ღლონტი).

ასეა კი სინამდვილეში?!

დადგენილ-დაზუსტებულია, რომ სიტყვა-ცნება "თამადა” არ მოიძიება ქართულ საისტორიო, მხატვრულ, ლექსიკოლოგიურ, ბიბლიურ წყაროებში XIX საუკუნის ბოლომდე – სიტყვა-ცნება "თამადობა” პირველად ფიქსირდება დავით ჩუბინაშვილის "ქართულ-რუსულ ლექსიკონში” (სანკტ-პეტერბურგი, 1887 წ.).

ვთქვათ აქვე: ვფიქრობთ, უხერხული და არაფრისმომცემია ბიბლიური ზირაქის წიგნის (თუნდაც აპოკრიფულის) მონაცემებით ხელოვნური მანიპულირება – "თუ თამადად დაგსვეს”… "თამადას დარბაისლური სიტყვა შეშვენის”… (იხ. გაზ. "24 საათი”, ყოველთვიური დამატება "მარანი”, 24.II.2007 წ., ¹2 (4)).

ასევე ცალმხრივი და კვლავ და კვლავ არაფრის მომცემია აქცენტირება იმისა, თითქოს "ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ამ პერიოდისათვის სიტყვა "თამადა” არ იყო დამკვიდრებული რუსულ სალიტერატურო ენაში”… (თ. ღლონტი), მაგრამ ისმის კითხვა: საკუთრივ ქართულ სალიტერატურო ენაში (და არა ყოფით ცხოვრებაში) იყო კი "თამადა” დამკვიდრებული?.. სამწუხაროდ, ვერ იხილვება, მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ XVIII-XIX სს.-მდე "სიტყვა "სადღეგრძელო” (ისევე როგორც "თამადა” ან "ტოლუმბაში”) არ არსებობდა” (ლ. ბრეგაძე), თუნდაც სხვადასხვაგვარი ნაირსა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: saintereso masalebi | ნანახია: 1388 | დაამატა: GEO_GIO | თარიღი: 2010-12-19 | კომენტარი (0)


ნიკოლოზობა


ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 19 დეკემბერს ნიკოლოზობის დღესასწაულს - წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დღეს აღნიშნავს.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება. მარტო თბილისში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელობის ხუთი ეკლესიაა.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეა, ხოლო 22 მაისს - როცა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს.
წმინდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულით სარგებლობს ხალხში, მას სასოებით უხმობს ყველა გასაჭირისას და იგიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ. ყველაზე მეტად წმინდანს მეზღვაურები სცემენ თაყვანს.
წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მის მშობლებს თეოფანეს და ნონას დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. ისინი ძალიან მდიდრები იყვნენ და თავიანთი ქონებიდან გაჭირვებულთათვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ამის გამო ადამიანთა სიყვარულითა და პატივისცემით იყვნენ გარემოსილნი. ამ სათნოებისათვის და ღვთისმოშიში ცხოვრებისათვის, აგრეთვე გულმხურვალე ლოცვისათვის ღმერთმა მათ ვაჟი უბოძა, მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულთმოქმედი. სასწაულთმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა.
სიყრმიდანვე უყვარდა სახარების კითხვა, ტაძარში სიარული და დიდ დროს უთმობდა გულმოდგინე ლოცვებს. მშობლებიც უწყობდნენ ხელს ბიჭს ასეთი ხასიათის ჩა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: saintereso masalebi | ნანახია: 1597 | დაამატა: GEO_GIO | თარიღი: 2010-12-19 | კომენტარი (0)

დასახელება: Fundamentals Of English Grammar With Answer Key
გვერდი: 525
გამოშვების წელი: 2009-2010
ფორმატი: PDF

ენა: ინგლისური

download

კატეგორია: saintereso masalebi | ნანახია: 1118 | დაამატა: GEO_GIO | თარიღი: 2010-12-04 | კომენტარი (0)

ხილეთ სურათები სიგარეთის მავნებლობის შესახებ , ის მართლაც ნელი სიკვდილის მანქანაა

gadmowera

კატეგორია: saintereso masalebi | ნანახია: 912 | დაამატა: GEO_GIO | თარიღი: 2010-11-29 | კომენტარი (0)

კატეგორია: saintereso masalebi | ნანახია: 961 | დაამატა: GEO_GIO | თარიღი: 2010-11-27 | კომენტარი (0)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
GEO_GIO | თარიღი: 2010-11-26 | კომენტარი (0)